SAMPLE AGREEMENTხელშეკრულების ნიმუში
The agreement you signხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერთ
Every project is signed under this agreement. It follows Georgian law and includes the GDPR and UK GDPR terms EU and UK clients need. Bracketed values are filled in per project.ყველა პროექტი ამ ხელშეკრულებით ფორმდება. ის საქართველოს კანონმდებლობას ეფუძნება და მოიცავს GDPR-ისა და UK GDPR-ის პირობებს, რომლებიც ევროპელ და ბრიტანელ კლიენტებს სჭირდებათ. ფრჩხილებში მოცემული მნიშვნელობები თითო პროექტზე ივსება.
1. Parties and subject1. მხარეები და ხელშეკრულების საგანი
Contractor: Michael Lobzhanidze (Minonode), personal ID [...], address [...], Tbilisi, Georgia, email hello@minonode.com, tel. +995 599 75 55 50. After registration as an individual entrepreneur: "IE Michael Lobzhanidze, ID code [...], bank account [...]".შემსრულებელი: მიხეილ ლობჟანიძე (Minonode), პირადი ნომერი [...], მისამართი [...], ელფოსტა hello@minonode.com, ტელ. +995 599 75 55 50. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის შემდეგ: „ი/მ მიხეილ ლობჟანიძე, ს/კ [...], საბანკო ანგარიში [...]“.
Client: [company name], registration number [...], country [...], registered address [...], represented by [name, title], email [...].დამკვეთი: [კომპანიის სახელი], საიდენტიფიკაციო / რეგისტრაციის ნომერი [...], ქვეყანა [...], იურიდიული მისამართი [...], წარმომადგენელი [სახელი, გვარი, თანამდებობა], ელფოსტა [...].
1.1. The Contractor builds a software system or automation for the Client (the "System"), whose scope, timeline and acceptance criteria are set out in Annex 1 (the "Written Plan"). The Client accepts the System and pays the agreed price.1.1. შემსრულებელი ქმნის დამკვეთისთვის პროგრამულ სისტემას ან ავტომატიზაციას („სისტემა“), რომლის მოცულობა, ვადა და მიღების კრიტერიუმები მოცემულია დანართ 1-ში („წერილობითი გეგმა“). დამკვეთი იღებს სისტემას და იხდის შეთანხმებულ ფასს.
1.2. Under Georgian law this is a contract for work (Civil Code of Georgia). The Contractor is an independent contractor; no employment relationship arises between the parties.1.2. ქართული სამართლით ეს ნარდობის ხელშეკრულებაა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი). შემსრულებელი დამოუკიდებელი კონტრაქტორია; მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა არ წარმოიშობა.
1.3. Both parties act in the course of business (B2B). Consumer-protection rules do not apply to this Agreement.1.3. ორივე მხარე მოქმედებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში (B2B). მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესები ამ ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება.
1.4. Annex 1 forms part of this Agreement. If they conflict, the text of this Agreement prevails.1.4. დანართი 1 ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ხელშეკრულების ტექსტს ენიჭება.
2. Scope of work2. სამუშაოს მოცულობა
2.1. The work is as described in the Written Plan: what is built, which systems it connects to and what is excluded. Work not in the Plan is not included in the price.2.1. სამუშაო ისეთია, როგორც წერილობით გეგმაშია აღწერილი: რა აიწყობა, რომელ პროგრამებთან დაკავშირებით და რა არ შედის სამუშაოში. გეგმაში არარსებული სამუშაო ფასში არ შედის.
2.2. Scope changes are made only by written agreement (email is enough) stating any extra price and change to the timeline.2.2. მოცულობის ცვლილება ხდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმებით (ელფოსტა საკმარისია), სადაც იწერება დამატებითი ფასი და ვადის ცვლილება.
2.3. The Contractor performs the work personally. Subcontractors may be used only with the Client's prior written consent.2.3. შემსრულებელი სამუშაოს პირადად ასრულებს. ქვეკონტრაქტორის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ დამკვეთის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
3. Price, payment and taxes3. ფასი, გადახდა და გადასახადები
3.1. The fixed price of the work is [...] [GEL / USD / GBP / EUR]. The price does not increase by the hour.3.1. სამუშაოს ფიქსირებული ფასია [...] [GEL / USD / GBP / EUR]. ფასი საათობრივად არ იზრდება.
3.2. Payment is made against invoice, by bank transfer, in two parts:3.2. გადახდა ხდება ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვით, ორ ნაწილად:
- 50% within [5] business days of signing; work starts once it is received;50% — ხელმოწერიდან [5] სამუშაო დღეში; სამუშაო იწყება თანხის მიღების შემდეგ;
- 50% within [5] business days of acceptance (Clause 5).50% — სისტემის მიღებიდან (მუხლი 5) [5] სამუშაო დღეში.
3.3. Each party pays its own bank charges.3.3. თითოეული მხარე თავისი ბანკის საკომისიოს თავად ფარავს.
3.4. The Contractor invoices in line with Georgian tax law. The price [includes / excludes] VAT. For a Client outside Georgia the price excludes taxes of the Client's country; where the Client's law applies a VAT reverse charge, the Client accounts for it. Each party pays its own taxes.3.4. შემსრულებელი ინვოისს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს. ფასი [შეიცავს / არ შეიცავს] დღგ-ს. საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი დამკვეთისთვის ფასი არ მოიცავს დამკვეთის ქვეყნის გადასახადებს; თუ დამკვეთის კანონი ითვალისწინებს დღგ-ის უკუდაბეგვრას (reverse charge), მას დამკვეთი აღრიცხავს. თითოეული მხარე საკუთარ გადასახადებს თავად იხდის.
3.5. The System's running costs (hosting, database, AI usage, WhatsApp Business and similar) are paid by the Client directly to the providers, from accounts in the Client's name, with no markup. Estimates are in the Written Plan.3.5. სისტემის მიმდინარე ხარჯებს (ჰოსტინგი, მონაცემთა ბაზა, AI-ის გამოყენება, WhatsApp Business და სხვა) დამკვეთი პირდაპირ უხდის მომწოდებლებს, თავის სახელზე გახსნილი ანგარიშებიდან, ფასნამატის გარეშე. მათი შეფასება წერილობით გეგმაშია.
3.6. (Pilot projects only) The price includes a 20% pilot discount. In return, within 60 days of acceptance the Client writes an honest review under its name and agrees to its publication on minonode.com. The Client decides its content.3.6. (მხოლოდ საპილოტო პროექტზე) ფასში გათვალისწინებულია 20%-იანი ფასდაკლება. სანაცვლოდ, მიღებიდან 60 დღეში დამკვეთი წერს ობიექტურ შეფასებას სახელით და თანხმობას იძლევა, რომ ის minonode.com-ზე გამოქვეყნდეს. შინაარსს დამკვეთი თავად წყვეტს.
3.7. If a payment is more than [10] days late, the Contractor may pause the work; deadlines move accordingly.3.7. თუ გადახდა [10] დღეზე მეტით გადაცილდა, შემსრულებელს შეუძლია სამუშაოს შეჩერება; ვადები შესაბამისად იზრდება.
4. Timeline, communication, Client duties4. ვადა, კომუნიკაცია, დამკვეთის ვალდებულებები
4.1. The System is delivered within the timeline in the Plan: [...] weeks from receipt of the first payment. The timeline extends by any delay in the Client providing materials, access or answers.4.1. სისტემა ჩაბარდება გეგმაში მითითებულ ვადაში: [...] კვირა პირველი გადახდის მიღებიდან. ვადა იზრდება იმ დროით, რამდენსაც დამკვეთი აგვიანებს საჭირო მასალას, წვდომას ან პასუხს.
4.2. On business days, 10:00–20:00 Tbilisi time (GMT+4), the Contractor replies to messages within [4] hours and sends a written progress update weekly. The weekly hours reserved for the project are stated in the Plan.4.2. შემსრულებელი სამუშაო დღეებში, 10:00–20:00 საათებში (თბილისის დროით, GMT+4), შეტყობინებას პასუხობს [4] საათში და კვირაში ერთხელ უგზავნის წერილობით ანგარიშს პროგრესზე. კვირაში რამდენი საათი ეთმობა პროექტს, გეგმაში წერია.
4.3. Communication is in Georgian or English, by chat and email. The kickoff and the handover take place by video call or in person.4.3. კომუნიკაცია ქართულ ან ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ჩატითა და ელფოსტით. დაწყებისა და ჩაბარების შეხვედრა იმართება ვიდეოზარით ან პირისპირ.
4.4. The Client provides: the materials listed in the Plan; the access needed, through the Contractor's own user account; and one contact person for questions and testing.4.4. დამკვეთი აწვდის: გეგმაში ჩამოთვლილ მასალას; საჭირო წვდომას შემსრულებლის საკუთარი მომხმარებლით; ერთ საკონტაქტო პირს კითხვებისა და შემოწმებისთვის.
5. Acceptance, warranty and refunds5. მიღება, გარანტია და თანხის დაბრუნება
5.1. Acceptance criteria are set out in the Plan. After delivery the Client has [10] business days to test the System and notify in writing any criterion that is not met. The Contractor fixes those points free of charge within [10] business days and delivers again; the Client re-tests within [5] business days. The acceptance date is the day the Client confirms in writing (email is enough) that the criteria are met or, if no notice arrives within a test period, the last day of that period.5.1. მიღების კრიტერიუმები წერია გეგმაში. ჩაბარების შემდეგ დამკვეთი [10] სამუშაო დღეში ამოწმებს სისტემას და წერილობით აცნობებს, რომელი კრიტერიუმი არ სრულდება. შემსრულებელი ამ შენიშვნებს [10] სამუშაო დღეში უფასოდ ასწორებს და სისტემას ხელახლა აბარებს; დამკვეთი მას [5] სამუშაო დღეში ხელახლა ამოწმებს. მიღება-ჩაბარების დღედ ითვლება დღე, როცა დამკვეთი წერილობით (მათ შორის ელფოსტით) ადასტურებს, რომ კრიტერიუმები სრულდება, ან — თუ შემოწმების ვადაში შენიშვნა არ მოსულა — ამ ვადის ბოლო დღე.
5.2. For 30 calendar days from the acceptance date (Clause 5.1) the Contractor fixes, free of charge, any fault found in use that stops the System from meeting the acceptance criteria.5.2. მიღება-ჩაბარების დღიდან (პუნქტი 5.1) 30 კალენდარული დღის განმავლობაში შემსრულებელი უფასოდ ასწორებს ნებისმიერ ხარვეზს, რომელიც გამოყენებისას გამოვლინდა და რის გამოც სისტემა მიღების კრიტერიუმებს აღარ აკმაყოფილებს.
5.3. If the criteria are still not met after two rounds of fixes under Clause 5.1, the Client may refuse acceptance and does not pay the second 50%. If a fault reported under Clause 5.2 is not fixed within [10] business days, the Contractor refunds the second 50% within [10] business days.5.3. თუ 5.1 პუნქტით ორჯერ გასწორების შემდეგაც კრიტერიუმები არ სრულდება, დამკვეთს შეუძლია მიღებაზე უარი თქვას და მეორე 50%-ს აღარ იხდის. თუ 5.2 პუნქტით შეტყობინებული ხარვეზი [10] სამუშაო დღეში არ გასწორდა, შემსრულებელი დამკვეთს მეორე 50%-ს [10] სამუშაო დღეში უბრუნებს.
5.4. If the Contractor cannot deliver the System at all within [30] days after the Plan's deadline (through no fault of the Client), the Client receives a full refund of all amounts paid.5.4. თუ შემსრულებელი სისტემას საერთოდ ვერ ჩააბარებს გეგმის ვადიდან [30] დღის გასვლის შემდეგ (დამკვეთის ბრალის გარეშე), დამკვეთს უბრუნდება გადახდილი თანხა სრულად.
5.5. The warranty does not cover faults caused by the Client changing the System or by changes to third-party services (such as APIs) after delivery. Help in those cases is given under system care or by separate agreement.5.5. გარანტია არ ვრცელდება ხარვეზებზე, რომლებსაც იწვევს დამკვეთის მიერ სისტემის შეცვლა ან მესამე მხარის სერვისის (მაგ. API-ს) ცვლილება ჩაბარების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში დახმარება ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში ან ცალკე შეთანხმებით ხდება.
5.6. This clause does not limit rights that cannot be excluded under applicable law.5.6. ეს მუხლი არ ზღუდავს უფლებებს, რომელთა გამორიცხვაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
6. Intellectual property and handover6. ინტელექტუალური საკუთრება და ჩაბარება
6.1. On full payment the Contractor assigns to the Client all exclusive economic rights in the code and documentation created for the Client, worldwide and for the full term of protection, including the rights to use, copy, modify, distribute and sublicense. Under the Law of Georgia on Copyright and Neighbouring Rights, the rights are assigned by this written Agreement. Moral rights stay with the author as the law provides; the author agrees not to assert them against normal use and modification of the System.6.1. სრული გადახდის შემდეგ შემსრულებელი დამკვეთს გადასცემს დამკვეთისთვის შექმნილი კოდისა და დოკუმენტაციის ყველა ექსკლუზიურ ქონებრივ უფლებას — მთელ მსოფლიოში, დაცვის მთელი ვადით, მათ შორის გამოყენების, გამრავლების, შეცვლის, გავრცელებისა და ლიცენზიის გაცემის უფლებას. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებები ამ წერილობითი ხელშეკრულებით გადაეცემა. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს რჩება კანონის მიხედვით; ავტორი თანახმაა, არ გამოიყენოს ისინი სისტემის ჩვეულებრივი გამოყენებისა და შეცვლის წინააღმდეგ.
6.2. The Contractor's pre-existing tools and general know-how (templates, libraries) remain the Contractor's; the Client receives a perpetual, worldwide, royalty-free, non-exclusive licence to use them as part of the System. Open-source components are used under their own licences and listed in the documentation.6.2. შემსრულებლის წინასწარ არსებული ხელსაწყოები და ზოგადი ცოდნა (შაბლონები, ბიბლიოთეკები) მას რჩება; დამკვეთი იღებს მათი გამოყენების უვადო, მსოფლიო, უსასყიდლო, არაექსკლუზიურ ლიცენზიას სისტემის ნაწილად. ღია კოდის კომპონენტები მათივე ლიცენზიით გამოიყენება და ჩამოთვლილია დოკუმენტაციაში.
6.3. Hosting, database, domain, email and AI accounts are opened in the Client's name from the start; the code is kept in the Client's repository.6.3. ჰოსტინგის, მონაცემთა ბაზის, დომენის, ელფოსტისა და AI-ის ანგარიშები თავიდანვე დამკვეთის სახელზე იხსნება; კოდი ინახება დამკვეთის რეპოზიტორიაში.
6.4. At handover the Client receives the full code, a written runbook (how the System works and how another developer can take over), all access, and a handover session for the team. The Contractor's access is then removed unless the Client chooses system care.6.4. ჩაბარებისას დამკვეთი იღებს: სრულ კოდს, წერილობით ინსტრუქციას (როგორ მუშაობს სისტემა და როგორ გააგრძელოს სხვა დეველოპერმა), ყველა წვდომას და ჩაბარების შეხვედრას გუნდისთვის. შემდეგ შემსრულებლის წვდომა უქმდება, თუ დამკვეთი ტექნიკურ მხარდაჭერას არ აირჩევს.
6.5. The Contractor may name the project in its portfolio only with the Client's written consent and without confidential data.6.5. შემსრულებელს შეუძლია პროექტი საკუთარ ნამუშევრებში დაასახელოს მხოლოდ დამკვეთის წერილობითი თანხმობით და კონფიდენციალური მონაცემების გარეშე.
7. Confidentiality and data protection7. კონფიდენციალურობა და მონაცემების დაცვა
7.1. The Contractor uses the Client's information only to perform this Agreement and does not disclose it to third parties. This lasts [3] years after the Agreement ends, and for trade secrets for as long as they remain secret.7.1. შემსრულებელი დამკვეთის ინფორმაციას მხოლოდ ამ ხელშეკრულების შესასრულებლად იყენებს და მესამე პირს არ უზიარებს. ვალდებულება მოქმედებს ხელშეკრულების დასრულებიდან [3] წელი, კომერციული საიდუმლოებისთვის კი — სანამ ის საიდუმლოა.
7.2. For personal data, the Client is the controller and the Contractor the processor. The Contractor processes personal data only on the Client's documented instructions and complies with: the Law of Georgia on Personal Data Protection; for a Client in the EU, the GDPR (Regulation 2016/679); for a Client in the UK, the UK GDPR and the Data Protection Act 2018.7.2. პერსონალური მონაცემების მიმართ დამკვეთი არის დამმუშავებელი (controller), შემსრულებელი — უფლებამოსილი პირი (processor). შემსრულებელი მონაცემებს მხოლოდ დამკვეთის დოკუმენტირებული მითითებით ამუშავებს და იცავს: საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ევროკავშირში მყოფი დამკვეთისთვის — GDPR-ს (რეგულაცია 2016/679); გაერთიანებულ სამეფოში მყოფი დამკვეთისთვის — UK GDPR-სა და Data Protection Act 2018-ს.
7.3. The Contractor:7.3. შემსრულებელი:
- applies appropriate security measures and never uses shared passwords;უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და საერთო პაროლებს არ იყენებს;
- uses only the sub-processors listed in the Plan (hosting, email, AI) and notifies the Client before adding a new one, which the Client may refuse;იყენებს მხოლოდ გეგმაში ჩამოთვლილ ქვე-დამმუშავებლებს (ჰოსტინგი, ელფოსტა, AI) და ახლის დამატებამდე აცნობებს დამკვეთს, რომელსაც უარის თქმის უფლება აქვს;
- uses AI through business APIs whose terms exclude training on the data; the Client may forbid AI processing of specific data;AI-ს იყენებს ბიზნეს-API-ით, რომლის პირობები გამორიცხავს მონაცემებზე მოდელების წვრთნას; დამკვეთს შეუძლია ცალკეული მონაცემების AI-ით დამუშავების აკრძალვა;
- helps the Client with data-subject requests and impact assessments;ეხმარება დამკვეთს მონაცემთა სუბიექტების მოთხოვნებსა და რისკების შეფასებაში;
- notifies the Client of any security incident without undue delay and within [48] hours at most;უსაფრთხოების ინციდენტის შესახებ დამკვეთს აცნობებს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს [48] საათისა;
- deletes or returns all copies of the Client's data at the end and confirms this in writing;დასრულებისას დამკვეთის მონაცემების ყველა ასლს შლის ან უბრუნებს და ამას წერილობით ადასტურებს;
- provides the information needed to demonstrate compliance with these obligations.აწვდის ინფორმაციას, რომელიც ამ ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად სჭირდება.
7.4. The Contractor works from Georgia. For EU personal data the parties enter into the European Commission Standard Contractual Clauses (Decision 2021/914, Module 2 — controller to processor); for UK data, the UK International Data Transfer Addendum. They form part of this Agreement whenever the law requires them. A full data processing agreement (DPA) is signed on request.7.4. შემსრულებელი საქართველოდან მუშაობს. ევროკავშირის პერსონალური მონაცემებისთვის მხარეები აფორმებენ ევროკომისიის სტანდარტულ სახელშეკრულებო პუნქტებს (გადაწყვეტილება 2021/914, მოდული 2 — დამმუშავებლიდან უფლებამოსილ პირზე); გაერთიანებული სამეფოს მონაცემებისთვის — UK International Data Transfer Addendum-ს. ისინი ხელშეკრულების ნაწილად ითვლება, როცა კანონი ამას მოითხოვს. მონაცემთა დამუშავების სრულ შეთანხმებას (DPA) მხარეები მოთხოვნისთანავე აწერენ ხელს.
8. Liability and termination8. პასუხისმგებლობა და შეწყვეტა
8.1. Each party's total liability under this Agreement is limited to the amounts paid by the Client. Neither party is liable for indirect loss or loss of profit.8.1. ორივე მხარის ჯამური პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებით შემოიფარგლება დამკვეთის მიერ გადახდილი თანხით. არცერთი მხარე არ აგებს პასუხს არაპირდაპირ ზიანსა და მიუღებელ შემოსავალზე.
8.2. These limits do not apply to intent, gross negligence, fraud, death or personal injury, or any liability that cannot be limited under applicable law.8.2. ეს შეზღუდვები არ ვრცელდება განზრახვაზე, უხეშ გაუფრთხილებლობაზე, თაღლითობაზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომლის შეზღუდვაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
8.3. The Contractor is not liable for outages of third-party services (hosting, AI, WhatsApp, accounting software) but helps the Client restore them. Neither party is liable for delays caused by force majeure.8.3. შემსრულებელი პასუხს არ აგებს მესამე მხარის სერვისების (ჰოსტინგი, AI, WhatsApp, ბუღალტრული პროგრამები) შეფერხებაზე, თუმცა ეხმარება დამკვეთს მათ აღდგენაში. არცერთი მხარე არ აგებს პასუხს დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორით) გამოწვეულ შეფერხებაზე.
8.4. Either party may end this Agreement with [14] days' written notice. The Client then pays for the work done pro rata (by the Plan's stages) and receives that work and the rights in it; any overpayment is refunded within [10] business days. If the Contractor ends the Agreement other than for the Client's breach, the Client receives the work done and the rights in it with no further payment, the unused part of any advance is refunded within [10] business days, and the Contractor hands over the code, the runbook and all access and gives the Client's new developer up to [5] hours of handover help free of charge.8.4. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა [14] დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით. ამ შემთხვევაში დამკვეთი იხდის უკვე შესრულებულ სამუშაოს პროპორციულად (გეგმის ეტაპების მიხედვით) და იღებს შესრულებულ ნაწილს და მასზე უფლებებს; ზედმეტად გადახდილი თანხა ბრუნდება [10] სამუშაო დღეში. თუ ხელშეკრულებას შემსრულებელი წყვეტს დამკვეთის დარღვევის გარეშე, დამკვეთი შესრულებულ ნაწილსა და მასზე უფლებებს დამატებითი გადახდის გარეშე იღებს, წინასწარ გადახდილი თანხის აუთვისებელი ნაწილი [10] სამუშაო დღეში ბრუნდება, შემსრულებელი კი გადასცემს კოდს, ინსტრუქციას და ყველა წვდომას და ახალ დეველოპერს საქმის გადაბარებაში უფასოდ ეხმარება [5] საათამდე.
8.5. Either party may end this Agreement immediately for a material breach not cured within [10] days of written notice.8.5. არსებითი დარღვევისას მხარეს შეუძლია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, თუ დარღვევა არ გამოსწორდა წერილობითი შეტყობინებიდან [10] დღეში.
9. Governing law and disputes9. გამოსაყენებელი სამართალი და დავები
9.1. With a Client in Georgia this Agreement is governed by the laws of Georgia. A Client outside Georgia chooses in Annex 1 either the laws of Georgia or the laws of England and Wales. Mandatory rules of the Client's country apply in either case.9.1. საქართველოში მყოფ დამკვეთთან ხელშეკრულებას აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი დამკვეთი დანართ 1-ში თავად ირჩევს საქართველოს ან ინგლისისა და უელსის სამართალს. დამკვეთის ქვეყნის იმპერატიული ნორმები ორივე შემთხვევაში მოქმედებს.
9.2. Disputes are first negotiated in good faith for 30 days. After that:9.2. დავა ჯერ მოლაპარაკებით, 30 დღის განმავლობაში წყდება. შემდეგ:
- with a Client in Georgia — in the Tbilisi City Court;საქართველოში მყოფ დამკვეთთან — თბილისის საქალაქო სასამართლოში;
- with a Client outside Georgia — by arbitration with a sole arbitrator, in English, with hearings online where possible: if Georgian law is chosen, at the Georgian International Arbitration Centre (GIAC) under its rules; if the laws of England and Wales are chosen, under the LCIA Rules with the seat in London. The award is enforceable under the 1958 New York Convention.საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ დამკვეთთან — არბიტრაჟით, ერთი არბიტრით, ინგლისურ ენაზე, შეძლებისდაგვარად ონლაინ მოსმენით: საქართველოს სამართლის არჩევისას — საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში (GIAC) მისი წესებით; ინგლისისა და უელსის სამართლის არჩევისას — LCIA-ს წესებით, არბიტრაჟის ადგილით ლონდონში. გადაწყვეტილება აღსრულებადია 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციით.
10. General10. ზოგადი დებულებები
10.1. This Agreement is made in Georgian and English. With a Client in Georgia the Georgian text prevails; with a Client outside Georgia, the English text prevails.10.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. საქართველოში მყოფ დამკვეთთან უპირატესობა ქართულ ტექსტს ენიჭება, უცხოელ დამკვეთთან — ინგლისურს.
10.2. Electronic signatures and scanned copies are valid under the Law of Georgia on Electronic Documents and Electronic Trust Services, the EU eIDAS Regulation and the UK Electronic Communications Act 2000.10.2. ელექტრონული ხელმოწერა და დასკანერებული ასლი ძალაშია საქართველოს კანონის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, ევროკავშირის eIDAS რეგულაციისა და გაერთიანებული სამეფოს Electronic Communications Act 2000-ის შესაბამისად.
10.3. Notices are sent by email to the addresses above.10.3. შეტყობინებები იგზავნება ელფოსტით ზემოთ მითითებულ მისამართებზე.
10.4. This Agreement and Annex 1 are the entire agreement between the parties. Changes are valid only in writing (email is enough for scope changes). If any provision is invalid, the rest remains in force. Neither party may assign this Agreement without the other's consent.10.4. ეს ხელშეკრულება და დანართი 1 მხარეთა სრული შეთანხმებაა. ცვლილება ძალაშია მხოლოდ წერილობით (მოცულობის ცვლილებისთვის ელფოსტა საკმარისია). რომელიმე დებულების ბათილობა სხვა დებულებებზე გავლენას არ ახდენს. უფლებების გადაცემა მესამე პირისთვის მხოლოდ მეორე მხარის თანხმობითაა შესაძლებელი.
10.5. The parties comply with the sanctions and anti-bribery laws that apply to them.10.5. მხარეები იცავენ მათზე მოქმედ სანქციებისა და ანტიკორუფციულ კანონმდებლობას.
Annex 1 — Written Planდანართი 1 — წერილობითი გეგმა
Filled in for each project — see the sample plan.ივსება თითო პროექტზე — იხილეთ გეგმის ნიმუში.
Questions about the terms?კითხვები პირობებზე?
Ask before you sign — by email, phone or WhatsApp.ხელმოწერამდე მკითხეთ — ელფოსტით, ტელეფონით ან WhatsApp-ით.